ძიუდო

22:10 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილის და გიორგი ჯაბნიაშვილის ბრინჯაოს მედლები ლინცის გრან პრიზე

ლინცის გრან პრი საქართველოსთვის მედლებით დასრულდა. გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მოპოვება მოახერხეს.

90 კგ წონით კატეგორიაში ჯაბნიაშვილმა უნგრელი როლანდო გოზი, გერმანელი იოჰან ლენცი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების წევრი არამ გრიგორიანი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში კუბელ ფელიპე სილვა მორალესთან მარცხი განიცადა და ბრინჯაოსთვის უნგრელ კრისტიან ტოტის სძლია და მედალს დაეუფლა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა გვინეა-ბისაუელი ბაბაკარ მანე, ყაზახი გალიმჟან კირკბაი და აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო. ბრინჯაოსთვის გურამის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ევგენი შმაჩილინი იყო, რომელიც დაამარცხა და მანაც ბრინჯაო მოიპოვა.

დღესვე უმედლიდ დარჩნენ უჩა ტაბატაძე (+100 კგ), სოსო ებილაშვილი (100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ). საქართველოს ნაკრებმა კი, ლინცში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.15105