ძიუდო

18:05 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი და ჯაბნიაშვილი ლინცის გრან პრიზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ლინცის გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი და გიორგი ჯაბნიაშვილი იბრძოლებენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ჯაბნიაშვილმა უნგრელი როლანდო გოზი, გერმანელი იოჰან ლენცი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების წევრი არამ გრიგორიანი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში კუბელ ფელიპე სილვა მორალესთან მარცხი განიცადა და ბრინჯაოსთვის უნგრელ კრისტიან ტოტის გაეჯიბრება.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა გვინეა-ბისაუელი ბაბაკარ მანე, ყაზახი გალიმჟან კირკბაი და აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო. ბრინჯაოსთვის გურამის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ევგენი შმაჩილინი იქნება.

დღესვე უმედლიდ დარჩნენ უჩა ტაბატაძე (+100 კგ), სოსო ებილაშვილი (100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ). საქართველოს ნაკრები ლინცის გრან პრიზე ჯერჯერობით უმედლოდ ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127565