იტალიური გამოცემა La Repubblica ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და სტატიაში აღნიშნულია, რომ გრანდების ინტერესის მიუხედავად, ქართველს ჯერჯერობით „ნაპოლიში“ დარჩენა ურჩევნია.
„კონტრაქტის განახლების საკითხი ნაპოლისთვის ზაფხულში მთავარი იქნება. კვარაცხელია რეალს და ბარსელონას მოსწონთ, მაგრამ ხვიჩას ურჩევნია ჯერ კიდევ ნაპოლიში დარჩეს მისი განვითარების ეტაპის დასასრულებლად. ოსიმენის სტილის კონტრაქტი (გამოსასყიდი პუნქტის ჩამატებით) შეიძლება სწორი სტრატეგია იყოს. ამაზე კიდევ ისაუბრებენ“, - წერს La Repubblica.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. მან მიმდინარე სეზონშ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.