შოთა არველაძემ „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება „ტრაბზონსპორთან“ მარცხის (1:5) შემდეგ გააკეთა.
„სამსახურს ვტოვებ. ლიგის დასრულებამდე 9 ტური დარჩა, ძალიან რთული პერიოდია, ვიღაცამ გუნდში სხვა ატმოსფერო უნდა შემოიტანოს“, - თქვა არველაძემ პირდაპირ ეთერში.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „კარაგუმრუკმა“ თურქეთის ჩემპიონატში 3 მატჩი მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ წააგო. მან გუნდი 17 ქულით და მე-13 ადგილზე ჩაიბარა, მაგრამ 29 ქულით და მე-16 ადგილზე დატოვა.
გაცილებით წარმატებულად იმუშავა თურქეთის თასზე, სადაც მისმა გუნდმა 3 მატჩი მოიგო, მათ შორის, „გალათასარაისთან“ სტუმრად და ნახევარფინალში გავიდა.