ფეხბურთი

21:30 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ "ქოვენთრისთან" მატჩში ტრავმა მიიღო

ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდმა“ „ქოვენთრი სიტის“ უმასპინძლა და 1:2 წააგო, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ დაზიანება მიიღო.

ჩაკვე ძირითადში იყო, თუმცა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. 43-ე წუთზე მის წინააღმდეგ მეტოქემ უხეში ვარდნა განახორციელა და გიორგი დაზიანება ამ მომენტში მიიღო. მან თამაში გააგრძელა და პირველი ტაიმი ჩაამთავრა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს, რაც დაზიანებითაა გამოწვეული.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზული არის ან არაა აღნიშნული ტრავმა. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„უოტფორდმა“ 1:2 წააგო და 45 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 მარტს, „ბირმინგემ სიტის“ სტუმრად შეხვდება.

0.113221