ფეხბურთი

18:32 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" გამარჯვების გემო გაიხსენა

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და გამარჯვების გემო გაიხსენა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „წითელმა ეშმაკებმა“ საკუთარ მოედანზე „ევერტონს“ იოლად აჯობეს. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ბრუნო ფერნანდეშმა და მარკუს რაშფორდმა ორჯერ პენალტით დალაშქრეს მეტოქის კარი.

„მანჩესტერმა“ 47 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 25 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

0.132449