ფეხბურთი

18:18 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეს" მატჩი გამოტოვა, მაგრამ მალე მოედანზე დაბრუნდება

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის II ბუნდესლიგაში „კილთან“ მატჩის გამოტოვება მოუწია, რადგან ვირუსი აქვს.

გერმანულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი გაცივდა და ისინი დღეს მოედანზე ვერ გავიდნენ. საგანგაშო არაფერია და ბუდუ მოედანზე უახლოეს დღეებში დაბრუნდება, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებშიც მისი ყოფნა უახლოეს პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა.

0.114991