ფეხბურთი

17:48 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-მ "ნაპოლი" ფინანსურად დააჯარიმა

„ნაპოლი“ სერია A-ს ხელმძღვანელობამ 100 000 ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლის“ ყველა წევრს სერია A-ს კონტრაქტორ ტელევიზიასთან, DAZN-თან საუბარი აუკრძალა. სწორედ ამიტომ, ინტერვიუებზე თვითნებურად უარის თქმის გამო ნეაპოლურ კლუბს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ლაურენტისი DAZN-ზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ „ატალანტასთან“ 30 მარტს გასამართი შეხვედრა ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით ისეთ დღეს ჩანიშნეს, რომელიც დე ლაურენტისს არ სურდა. თუმცა, ოფიციალურად ეს ცნობა არ დადასტურებულა.

0.118737