ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ „ნაპოლი“ – „ტორინოს“ მატჩის (1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამჟამად ქართველი ფეხბურთელი თავს ფიზიკურად უკეთ გრძნობს, რაც მის თამაშზეც აისახა.
„თამაშზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი მისი მხრიდან ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ახლა ეს უკეთ გამოსდის. უნდა ითქვას, რომ ამჟამად ფიზიკურ კონდიციის თვალსაზრისითაც უკეთესადაა. კოფი ჯიჯის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში რთულია და მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ უფრო მეტი ინიციატივა გამოავლინა. კვარაცხელიასგან კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ვიხილეთ“, - თქვა ამბროზინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 44 ქულით მეშვიდეა და მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.