ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სტეფანო პიოლის მომავალზე გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, „მილანში“ მწვრთნელს ენდობიან და მან მხოლოდ მუშაობაზე უნდა იფიქროს.
„პიოლიმ უნდა გააგრძელოს ისე მუშაობა, როგორც მუშაობს. მისით კმაყოფილები ვართ, კარგად მუშაობს“, - თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხშირად წერენ, რომ ზაფხულში „მილანი“ მწვრთნელს შეიცვლის.