მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ფეხბურთელების ფიზიკური ფორმით მას შემდეგ, რაც ყველა ტურნირზე გუნდმა ბოლო რვა მატჩიდან ოთხი ფრედ დაასრულა - წერს The Athletic.
კლუბი სწავლობს მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად: ძალა, სიჩქარე და გამძლეობა.
„რეალი“ აპირებს მეტი აქცენტი გააკეთოს გამძლეობაზე და მომავალი კვირიდან ვარჯიშებზე CPAP (სასუნთქი გზების უწყვეტი დადებითი წნევის) ნიღბების ხელახლა დანერგვას გეგმავს.
ბოლო მატჩში „რეალი“ „ლაიპციგს“ დაუზავდა (1:1) და საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ესპანური პრიმერას სატურნირო ცხრილში კი 66 ქულით ლიდერობს.