ფეხბურთი

12:50 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესი ამ სეზონში ყოველ 85 წუთში სასარგებლო ქმედებას აკეთებს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი ამ სეზონში ყოველ 85 წუთში სასარგებლო ქმედებას (გოლი, საგოლე გადაცემა) აკეთებს - წერს ტვიტერზე Football TNT Sports.

წინა დღეს ურუგვაელმა ფორვარდმა ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პრაღის „სპარტასთან“ (5:1) დუბლი შეასრულა.

24 წლის თავდამსხმელი „ლივერპულში“ „ბენფიკადან“ 2022 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ გადავიდა.მოთამაშის კონტრაქტი მოქმედ კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.116195