ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ (2:2) ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. მისმა გუნდმა შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარშის გათანაბრება.
„ნერვიული და რთული მატჩი იყო. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. „ყარაბაღი” ძლიერი გუნდია. ძნელი სათქმელია, რა მოხდება საპასუხო მატჩში.
„ყარაბაღი” ევროტურნირებზე დიდი ხანია თამაშობს. ვუყურე მათ მატჩებს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა - ციტირებს Report.az ალონსოს სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის 14 მარტს გაიმართება. თამაში ლევერკუზენის „ბაი არენაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.