ფეხბურთი

11:24 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: „ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „სლავიასთან“ ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში გუნდის გამარჯვებაზე იდსაუბრა. შეხვედრა მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

„ეს კარგი გამარჯვებაა. „სლავია“ ძლიერი და ენერგიული გუნდია, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თუნდაც ასეთი კარგი უპირატესობის მიუხედავად.

საპასუხო მატჩში ტაქტიკური ასპექტები განსხვავებული იქნება. მათ ორი გოლის გატანა სჭირდებათ, ასე რომ, აქტიურად იმოქმედებენ დასაკუთარ მორდანზე არ დაელოდებიან შანსს“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football-Italia.

საპასუხო მატჩი პრაღაში, „ფორტუნა არენაზე,“ 14 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

0.122497