ფეხბურთი

22:08 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 2: ყოჩაღი დებიუტანტები

საფეხბურთო სეზონი ეროვნულ ლიგა 2-შიც გაიხსნა. 6-7 მარტს პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

სამშაბათს „ვიტ ჯორჯიამ“ ხობის „კოლხეთს“ 3:1 მოუგო, „დინამო 2“-მა „რუსთავს“ - 2:1. „სპაერი“ კი „ლოკომოტივს“ დაუზავდა (1:1).

წლევანდელი სეზონის პირველი გოლი ხობელმა ოთარ ზვიადაურმა გაიტანა.

ხუთშაბათს კი საქმეში ამბიციური ახალწვეულები ჩაერთნენ. დუშეთის „არაგვი“ „გარეჯს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. გოლი გუნდის დებიუტანტის, გურამ ადამაძის ანგარიშზეა.

რამდენიმე დღის წინათ არაგველებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხუბეჯაშვილმა თქვა: დიდი გეგმები გვაქვს და მიზანი ლიგა 1-ში გადასვლააო. ვნახოთ, რიხით კი დაიწყეს.

სხვათა შორის არაგველთა მთავარი მწვრთნელი, დავით ქოქიაშვილო თავის დროზე „გარეჯის“ დამრიგებელი გახლდათ.

მეორე ახალწვეულმა „შტურმმა“ კი ლიგის კიდევ ერთი ფავორიტი, „სიონი“ დაამარცხა სართიჭალაში - 1:0. გოლი ყოფილმა საბურთალოელმა, 21 წლის ნიკოლოზ ტალახაძემ გაიტანა.

0.113493