ფეხბურთი

17:50 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის აგენტთან მოლაპარაკება გამართა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი „ბარსელონაში“ ჩავის შესაძლო მემკვიდრეთა სიას ლიდერობს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინათ „ბარსას“ წარმომადგენლები გერმანელი სპეციალისტის ახალ აგენტს, პინი ზაჰავის შეხვდნენ. შეხვედრა მოიცავდა კონკრეტულ მოლაპარაკებებს ფლიკის მომავალთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან სხვა კანდიდატებსაც განიხილავს. თუმცა, ესპანური კლუბი 59 წლის მწვრთნელთან თანამშრომლობით მეტად არის დაინტერესებული.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფლიკს არ უმუშავია არცერთ გუნდში, ან ნაკრებში გარდა „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული გუნდისა. 59 წლის სპეციალისტმა 2019/2020 წლების სეზონში „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.

0.117124