ფეხბურთი

2:09 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის საგოლე პასი „სუონსისთან“

ინგლისური ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდმა“ „სუონსის“ უმასპინძლა. მატჩი 1:1 დამთავრდა.

გიორგი ჩაკვეტაძე 43-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად და თითქმის მაშინვე მიიღო ყვითელი ბარათი. ამ დროს მასპინძლები 0:1 აგებდნენ. 57-ე წუთზე კი ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა: მის კუთხურს ვესლი ჰუდტის გამათანაბრებელი მოჰყვა.

ჩვენთვის კი სასიხარულო ის არის, რომ გიორგის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და სანაკრებოდ მზად იქნება.

36 მატჩის შემდეგ „უოტფორდი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

0.109524