ფეხბურთი

18:19 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Bild: „გერმანიის საფეხბურთო კავშირს სურს იურგენ კლოპი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად იხილოს“

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას სურს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესნაკრების მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, იურგენ კლოპი იხილოს, თუ ევრო 2024-ის შემდეგ იულიან ნაგელსმანი დატოვებს ეროვნულ გუნდს - წერს Bild.

წყაროს ცნობით, გერმანიის საფეხბურთო ხელისუფლებას სურს დაარწმუნოს კლოპი, ეროვნულ გუნდს 2025 წლის მარტიდან უხელმძღვანელოს. მანამდე ნაკრების სადავეები სანდრო ვაგნერს გადაეცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გერმანიის ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დატოვებს.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს „ლივერპულს.“ გერმანელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ენერგია ეწურება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ წასვლის შემდეგ მომდევნო წელს ნამდვილად არ იმუშავებს არც კლუბში და არც ნაკრებში.

0.125711