კალათბურთი

17:50 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა „ლივერპულთან“ ერთად ტანსაცმლის ახალი ერთობლივი კოლექცია წარადგინა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბთან ერთად ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ ლებრონმა „ლეიკერსის“ საშინაო მატჩში „დენვერ ნაგეთსთან“ ქულების რეკორდი განაახლა. ის არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რომელმაც კარიერის 40 000 ქულის ზღვარი დაარღვია. ლებრონი ამჟამად NBA-ის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 27 მატჩის შემდეგ „ლივერპულს“ 63 ქულა აქვს. იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

0.133067