ფეხბურთი

15:52 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ესპანეთის ჩემპიონატში ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან პრიმერას 27-ე ტურში „ვალენსიასთან" (2:2) შეხვედრის ბოლოს გააძევეს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის დამატებულ დროში, 99-ე წუთზე, დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე ბელინგემმა ბრაჰიმ დიასის პასით გოლი გაიტანა, მაგრამ მატჩის მთავარმა მსაჯმა, ხესუს ხილ მანზანომ არ ჩათვალა და საფინალოდ ჩასტვინა, შემდეგ კი აღშფოთებული ბელინგემი გააძევა.

0.117011