ფეხბურთი

23:03 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია "ნაპოლის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Radio Marte-სთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ვიქტორ ოსიმენის კლუბიდან წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

„ვფიქრობ, ზაფხულში ისაუბრებენ კონტრაქტზე. დე ლაურენტისმა საკითხების მოსაგვარებლად ცოტა დრო დაკარგა, მაგრამ მას დაჰპირდა ხელფასის გაორმაგებას, რაც ჯერ არ მომხდარა.

ქართველის აგენტებს ზეწოლა არასდროს მოუხდენიათ, რადგან ფეხბურთელი ვერ ბრწყინავდა და დე ლაურენტისის კარზე დასაკაკუნებლად შესაბამისი დრო არ იყო. თუმცა, ახლა, როცა სეზონი სრულდება და ხვიჩამაც მოუმატა, დიდი თანხა იქნება საჭირო. ოსიმენთან გამომშვიდობების შემდეგ, რომელიც დღეს 10 მილიონს გამოიმუშავებს, ქართველი „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა გახდეს“, - თქვა სკოტომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 78 შეხვედრაში თავი 23 გოლთან ერთად 19 საგოლე პასით გამოიჩინა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.11798