ადვოკატმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა დომენიკო ლა მარკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონშიც ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს:
„კვარაცხელიამ აბსოლუტური ჩემპიონის დონეზე ითამაშა. მცველებს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა, გარდა იმისა, რომ ანგარიშიც მისი გოლით გაიხსნა. რთულ სეზონში, რომლის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, სტატისტიკა ქართველი ფეხბურთელის მხარეზეა. მან 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ეს კარგი სტატისტიკაა და ამტკიცებს, თუ რამდენად დიდი ფაქტორია ქართველი ტალანტი „ნაპოლის“ თამაშში“, - თქვა ლა მარკამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.