ფეხბურთი

19:17 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე მაჯო: "კვარაცხელიას სურვილია "ნაპოლიში" 2 წელი დარჩენა და კიდევ ერთხელ სკუდეტოს მოგება"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ, რომელიც Radio Kiss Kiss-ის დირექტორია, ხვიჩა კვარაცხელიას ისაუბრა. მან თქვა, რომ ქართველის სურვილია კიდევ ორი წელი „ნაპოლიში“ ითამაშოს.

„ქართველის აგენტი რამდენიმე კლუბს ეფლირტავება, მაგალითად „რეალსა“ და პრემიერლიგის კლუბთან, მაგრამ კვარაცხელიას და მამამისის სურვილია მინიმუმ 2 წელი „ნაპოლიში“ დარჩენა და შემდეგ თავისი ოცნების კლუბში, „რეალში“ გადასვლა. კონტრაქტიც მალე განახლდება. ქართველს დიდი სურვილი აქვს „ნაპოლიში“ კიდევ ერთი სკუდეტო მაინც მოიგოს, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ოცნება იქნება“, - თქვა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 78 შეხვედრაში თავი 23 გოლთან ერთად 19 საგოლე პასით გამოიჩინა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.11554