ფეხბურთი

15:14 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩხუთმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი „ლანჩხუთი“ ახალი სეზონის წინ გაძლიერებას განაგრძობს.

როგორც გურული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გუნდს ბრაზილიელი ფეხბურთელი რაისა ნერეს დე სოუზა შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. ის ბოლოს „ვასკო და გამაში“ თამაშობდა.

„ლანჩხუთმა“ მანამდე ორი ამერიკელი ლეგიონერი, კელი გიდესი და ჰანა რასელი დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საქართველოს ჩემპიონატი გასულ სეზონში დაუმარცხებლად მოიგო და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.116519