კალათბურთი

11:03 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 3 წუთი და 2 ქულა "დეტროიტთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტს“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად, 113:91 დაამარცხა.

მასპინძლებმა ოთხივე პერიოდში აჯობეს მეტოქეს და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვებაც არ გაუჭირდათ.

საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „დეტროიტში“ ევან ფურნიე გამოირჩა. ფრანგმა კალათბურთელმა 17 ქულასთან ერთად 5 პასით დააგროვა.

გოგა ბითაძემ ამ შეხვედრაში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა საკუთარ გუნდს 2 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 26 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 მარტს, სტუმრად „შარლოტთან“ გამართავს.

0.131444