ფეხბურთი

21:35 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ქამბექი "იუნაიტედთან" დერბიში

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მერვე წუთზე მარკუს რაშფორმდა ულამაზესი გოლით დააწინაურა და სტუმრებმა ტაიმი მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარი ფილ ფოდენის შოუ იყო. ინგლისელმა ნახევარმცველმა 56-ე წუთზე დიდებული გოლით გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე დუბლიც გაიფორმა და პეპ გვარდიოლას გუნდი დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერლინგ ჰოლანდმაც გამოიჩინა თავი და 3:1.

„მანჩესტერ სიტიმ“ 62 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლივერპულს“ კი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში 10 მარტს, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

0.145382