ფეხბურთი

10:27 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "ვეთანხმები გულშემატკივრებს არაბიძეზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი მე არ ვარ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „სამტრედიასთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა.

მან თამაშის შეფასების გარდა, კომენტარი საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზეც გააკეთა:

"პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას ეროვნულ ნაკრებში მის გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. ტორპედოს ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს, ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი“, - თქვა კინმა.

0.113588