ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი კარგად დაიწყო ერთ-ერთმა ფავორიტმა „ტორპედომ“, რომელმაც იმერულ დერბიში „სამტრედიას“ 4:1 აჯობა.
მასპინძლები მერვე წუთზე უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ ერიკ ბარიოსის ავტოგოლითა და ბიორნ იონსენის გოლით, შემდეგ გიორგი არაბიძემ პენალტით სხვაობა გაზარდა და ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე ტაიმში იონსენმა დუბლი შეასრულა, რასაც სტუმრებმა ომრან ჰაიდარის გოლით უპასუხეს.
სეზონი კარგად დაიწყო „დინამო თბილისმა“, რომელმაც წყალტუბოს „სამგურალს“ ადვილად 2:0 აჯობა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც დომინიკ საიმონმა და ნიკა სიხარულაშვილმა ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი და მერე არაფერი შეცვლილა.
„იბერია 1999“-მა („საბურთალო“) „თელავს“ საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს შოთა ნონიკაშვილის გოლით 1:0 აჯობა და სეზონი კარგ განწყობაზე დაიწყო.
ეროვნული ლიგის მეორე ტური კვირას „დილას“ და „გაგრას“ მატჩით დასრულდება, ხოლო მეორე ტურში შემდეგი მატჩები გველოდება: „სამტრედია“ – „კოლხეთი“, „ტორპედო“ – „იბერია 1999“, „თელავი“ – „დინამო თბილისი“, „სამგურალი“ – „დილა“, „გაგრა“ – „დინამო ბათუმი“.
„ტორპედო“ – „სამტრედია“ 4:1 (3:0)
გოლები: 1:0 ბარიოსი (5, ა.გ), 2:0 იონსენი (8), 3:0 არაბიძე (30, პენ), 4:0 იონსენი (66), 4:1 ჰაიდარი (76, პენ)
„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 საიმონი (10), 2:0 სიხარულაშილი (32)
„იბერია 1999“ – „თელავი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ნონიკაშვილი (45)