ფეხბურთი

17:18 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსის“ მწვრთნელი ალეგრი: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სერია A-ში მეორე ადგილის დასაკავებლად“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2025 წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კითხვას უპსუხა.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია. ერთი წელი კიდევ მაქვს მოქმედი კონტრაქტის ვადა. ეს სეზონი პოზიტიურად უნდა დავასრულოთ და შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, როგორი იქნება „იუვენტუსის“ მომავალი.

ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ და გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგი როცა მესამე ადგილი დავიკავეთ. იმ მომენტიდან გუნდი ძალიან შეიცვალა, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა. ახლა ესეც გათვალისწინებულია“, - ციტირებს ალეგრის სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 26 ტურის შემდეგ, „იუვენტუსმა“ 57 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 12 ქულით ჩამორჩება.

0.121759