15:47 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ძერბი ანსუ ფატიზე: „უფრო მეტად სჭირდება საკუთარი თავის რწმენა“

„ბრაიტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ გუნდის ნახევარმცველის, ანსუ ფატის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მას საკუთარი თავის მეტად უნდა სჯეროდეს. მგრძნობიარე, კარგი ბიჭია და ჩემი საქმის ნაწილია დავეხმარო მოთამაშეებს საკუთარი თავის დამკვიდრებაში, ყოველდღე 100% უნდა გასცეს და ყველაფერი კარგად იქნება“, - ციტირებს ტვიტერზე მთავარი მწვრთნელის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის სისტემაშიც 2012 წლიდან იმყოფება. ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ „ბრაიტონში“ 22 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113977