ფეხბურთი

15:24 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შეყვარებული პარიზის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის შექმნილი უჩვეულო კაბით წარსდგა

„ალ-ნასრის“ ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა ჯორჯინა როდრიგესმა პარიზის მოდის კვირეულზე უჩვეულო კაბა მოირგო, რომელიც ქართველი დიზაინერის, გურამ გვასალიას შექმნილია - გვამცნობს The Sun.

30 წლის გოგონა პოდიუმზე წითელ კაბაში გამოცხადდა, ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმის სტილში - შვიდი ნომერი, რონალდუს გვარი და ავტოგრაფი წინა მხარეს.

კრიშტიანუს კონტრაქტი „ალ-ნასრთან“ 2025 წლამდე აკავშირებს. საუდურ კლუბში გადასვლამდე რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დატოვა ჟურნალისტ პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ 2023 წელს 54 გოლით მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელს მოჰყვებიან ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), რომელმაც 52 გოლი გაიტანა, კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), რომელმაც ასევე 52-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნორვეგიელმა თავი 50-ჯერ გამოიჩინა.

0.155658