გერმანიიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა, რითაც ჩემპიონობას კიდევ უფრო დაშორდა.
კრისტიან გუნტერმა „ფრაი“ დასაწყისშივე დააწინაურა, რასაც ტაიმის მიწურულს მატის ტელმა უპასუხა. 75-ე წუთზე ჯამა მუსიალამ „ბაიერნი“ წინ გაიყვანა, მაგრამ მიუნხენელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რადგან ლუკას ჰოლერმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
„ბაიერნი“ მეორე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება „ლევერკუზენს“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 9 მარტს, „მაინცს“ უმასპინძლებს.