ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მან უახლოესი შეხვედრებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც ხუთი დებიუტანტია - რაფაელი, ბერალდო, მურილო, სავინიო და პაბლო მაია. გამოძახებულთა შორისაა 17 წლის ენდრიკიც, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: ბენტო (ატლეტიკო პარანაენსე), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), რაფაელი (სან პაულუ)
მცველები: დანილო (იუვენტუსი), იან კოუტუ (ჟირონა), აირტონ ლუკასი (ფლამენგო), ვენდელი (პორტუ), ბერალდო (პსჟ), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), მურილო (პალმეირასი)
ნახევარმცველები: ანდრე (ფლუმინენსე), ანდრეას პერეირა (ფულემი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ჟოაო გომეში (ვულვზი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), პაბლო მაია (სან პაულუ)
თავდამსხმელები: ენდრიკი (პალმეირასი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), რაფინია (ბარსელონა), რიშარლისონი (ტოტენჰემი), როდრიგო (რეალი), სავინიო (ჟირონა), ვინიიუსი (რეალი)
შეგახსენებთ, რომ ინგლისი-ბრაზილია 23 მარტს „უემბლიზე“, ხოლო ესპანეთი-ბრაზილია 27 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.