ფეხბურთი

23:10 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი "დინამო ბათუმის" გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთს“ 1:0 აჯობა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა გამოცდილების და კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-11 წუთზე ონორე გომისმა გაიტანა და სეზონის პირველი გოლის ავტორიც გახდა. ბათუმელებმა სეზონი კარგ განწყობაზე დაიწყეს.

„დინამო ბათუმია“ მეორე ტურში 7 მარტს „გაგრას“ ესტუმრება, ხოლო „კოლხეთი“ 6 მარტს - „სამტრედიას“.

თუმცა, მანამდე პირველი ტურის ოთხი მატჩია, რომელშიც „იბერია 1999“ „თელავს“, „დინამო თბილისი“ „სამგურალს“, „ტორპედო“ „სამტრედიას“ და „დილა“ „გაგრას“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი“ – „კოლხეთი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გომისი (11)

0.112848