„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.
შენგელიამ დაზიანება ევროლიგის ბოლო ტურში „ვალენსიასთან“ შეხვედრაში მიიღო, თუმცა გამოკვლევამ განსაკუთრებული ხარისხის ტრავმა არ აჩვენა და უახლოეს პერიოდში ის მოედანზე უნდა დაბრუნდეს. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია, თორნიკეს მდგომარეობას ექიმები ყოველდღიურად დააკვირდებიან.
ევროლიგის მიმდინარე სეზონში 32 წლის კალათბურთელი საშუალოდ 14 ქულას, 5.4 მოხსნას და 3.5 პასს აგროვებს.