ფეხბურთი

16:33 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რავანელი: "კიეზა მოედანზე 80 წლის მოხუცივით დადის"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, კიეზა არასწორი დამოკიდებულებით თამაშობს და მიდგომა უნდა შეცვალოს.

„მიყვარს კიეზა, ჩემი აზრით, ძლიერი ფეხბურთელია და არ შემიძლია მომავალში „იუვეს“ წარმოდგენა კიეზას გარეშე. თუმცა, მან მოედანზე დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. როდესაც მატჩის ბოლო წუთებია და შენი გუნდი აგებს, ჯარიმის ან კუთხურის ჩასაწოდებლად 80 წლის ადამიანივით არ უნდა მიაბიჯებდე. საჭიროა აჩვენო სწორი დამოკიდებულება. ფედერიკო მიყვარხარ, ჩემთვის დიდი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ „იუვეში“ სათამაშოდ სხვა დამოკიდებულების გამოვლენაა საჭირო“, - თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 22 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.148176