ფეხბურთი

22:30 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" საშინაო მატჩების ჩატარება შესაძლოა სხვა ქალაქში მოუწიოს

„ნაპოლის“ სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება. ადგილობრივი მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობასა და ქალაქის მერიას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.

იტალია 2032 წელს თურქეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ჯერჯერობით, იტალიიდან მასპინძელ ქალაქებს შორის არიან რომი, მილანი და ტურინი, სხვა ქალაქების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ნეაპოლს სურს ევროფორუმის მასპინძლობა, მაგრამ საამისოდ, სტადიონის პრობლემის მოგვარება მოუწევს. უახლოეს პერიოდში არ იგეგმება რეკონსტრუქცია, მაგრამ თუ ევრო 2032-სი მიღება ნეაპოლში სურთ, მომავალში მოუწევთ, სტადიონზე სამუშაოების დაწყება.

შესაბამისად, არაა გამორიცხული „ნაპოლიმ“ საშინაო მატჩები დროებით სხვა ქალაქში ჩაატაროს. ამ ეტაპზე ნეაპოლური მედია წერს ბარის („სტადიო სან ნიკოლა“) და პალერმოს („სტადიო რენცო ბარბერა“) შესახებ. არის მეორე ვარიანტიც, რომ „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ რეკონსტრუქციის პარალელურად ითამაშოს, მაგრამ ეს სამუშაოების პროცესის შენელებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში დიდი საფეხბურთო ტურნირი 1990 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, როცა აპენინის ნახევარკუნძულმა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

თეგებინაპოლი
0.122617