„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, სუპერლიგაზე, ვიქტორ ოსიმენსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
„სუპერლიგის მომხრე ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დემოკრატიული იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობა დამსახურებით იქნება და არა მემკვიდრეობით. ისინი ამბობენ, რომ სუპერლიგა 2025 წელს ამოქმედდება, ვინც ცოცხალი იქნება, ნახავს მოხდება თუ არა, ასე.
ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვიცით: ნეაპოლი ფანტასტიკური ადგილია, რამდენიმე ფეხბურთელს შეუყვარდა აქაურობა და დიდხანს დარჩა, მაგალითად ჰამშიკი 11 წლის განმავლობაში. თუმცა, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც „რეალი“, პსჟ, „არსენალი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ იზიდავთ. ასე რომ, მათი ვერ შევაჩერებთ, მით უფრო, როცა აქვთ გამოსასყიდი პუნქტი, რომლითაც მათი შეძენა შესაძლებელია. ოსიმენს აქვს ეს პუნქტი, რომელიც ძალიან მაღალია (130 მილიონი - რედ). წავა? ვნახოთ, ფული „ნაპოლის“ ბოლო პრობლემაა. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით კარგ ტრანსფერებს და მომავალშიც გავაკეთებთ. ფეხბურთელი შვილივითაა, გულდასაწყვეტია, როცა მიდის, მაგრამ მისი წარმატება მაინც გიხარია ნებისმიერ ადგილას.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი? ვწუხვარ "იუვენტუსის" გამო, მაგრამ თუ „ბარსელონას“ დავამარცხებთ, შემდეგ მოგება ან ფრე დაგვჭირდება, რომ ამ ტურნირის საგზური მოვიპოვოთ. თუმცა, ამ უფლების გარეშეც ჩვენ ვიმსახურებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს და არა „იუვენტუსი“, რადგან თუ „იუვე“ ევროთასებიდან მოკვეთეს, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს“, - თქვა დე ლაურენტისმა.