„მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. როგორც „როსონერის“ თავკაცმა აღნიშნა, მისი აზრით, „ინტერისთვის“ კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იქნება.
„ვფიქრობ, პირველი ადგილის ბედი გარკვეულია. „ინტერი“ წარმოუდგენელ სეზონს ატარებს. მათ რთული კალენდარი ჰქონდათ, „ფიორენტინასთან“, „რომასა“ და „იუვესთან“, მაგრამ ადვილად მოიგეს. ვფიქრობ, საჩემპიონო დუელი დახურულია“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 12 ქულით უსწრებს, ხოლო „მილანი“ თანაქალაქელს 16 ქულით ჩამორჩება.