მილანის „ინტერი“ საოცარ ფორმაშია და 2024 წელს აბსოლუტურად ყველა თამაში მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდს კონკურენციას უბრალოდ ვერავინ უწევს.
სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ინტერმა“ კარგ ფორმაში მყოფი ბერგამოს „ატალანტა“ 4:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში მატეო დარმიანმა და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს და იქვე გადაწყდა მატჩის ბედი.
მეორე ნახევარში ლაუტარომ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ფედერიკო დიმარკომ მაინც შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი დავიდე ფრატეზიმ დააფიქსირა.
„ინტერმა“ 69 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ისტორიაში მეოცე სკუდეტოსთან ძალიან, ძალიან ახლოსაა.