მადრიდის „რეალი“ შესაძლოა სეზონის ბოლოს ლუკა მოდრიჩმა დატოვოს. ხორვატს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და ბოლო დროს კარლო ანჩელოტი ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ათამაშებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლუკას აქვს შეთავაზებები MLS-სა და ხორვატული კლუბებიდან. თუმცა, ჯერ ფეხბურთელს გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით არ მიუღია, არც ისაა გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში „რეალთან“ კონტრაქტის განაახლოს.
მიმდინარე სეზონში 38 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.