ფეხბურთი

21:35 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" კრისტოფერ ნკუნკუ ისევ გამოაკლდა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა კრისტოფერ ნკუნკუმ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა.

ნკუნკუ სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 26 წლის ფრანგს ბოლო ხანებია ტრავმები თავს არ ანებებენ.

ნკუნკუ „ჩელსიმ“ 65 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტრავმიანობის გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პარი სენ-ჟერმენის“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.

0.110527