დღეს ევროპის 8 ქალაქში კონტინენტის პირველობის შესარჩევი ციკლის მატჩები გაიმართება, საიდანაც, ჩვენგან ყველაზე დიდ ყურადღებას D ჯგუფი იმსახურებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებია განთესილი.
D ჯგუფი
პოლონეთი – გერმანია
ადგილი: ვარშავა, “შტადიონ ნაროდოვი”
დრო: 20:00
მსაჯი: პედრო პროენსა
დღის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ აღნიშნული შეხვედრაა, ვარშავაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეერკინებიან. ყველამ კარგად იცის, რომ ჯგუფის მთავარი ფავორიტი გერმანიის ნაკრებია და პირველი ადგილისთვის ბრძოლა დანარჩენებს გაუჭირდებათ. აი, დარჩენილი ორი ადგილისთვის ბრძოლა, გიბრალტარის გარდა, ყველას შეუძლია მეტნაკლებად. პოლონეთი შინ იოლი დასამარცხებელი ნამდვილად არაა და მითუმეტეს, მათი ლიდერები ბუნდესლიგის წამყვან კლუბებში ირიცხებიან, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ დღევანდელ მეტოქეებს. ერთერთი მათგანი, იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმის გამო კვლავ დააკლება ადამ ნავალკას გუნდს.
საკადრო პრობლემებით ხვდება პოლონეთთან მატჩს იოახიმ ლიოვის გუნდი. გერმანიის ნაკრებს შემდეგი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან – მესუთ ოზილი, მარკო როისი, ბასტიან შვაინსტაიგერი, სამი ხედირა, ბენედიქტ ჰიოვედესი, მარიო გომესი, მარსელ შმელცერი და კევინ გროსკროიცი. მიუხედავად ამისა, გერმანიას საიმედო რეზერვის წყალობით მათი შემცვლელების პოვნა არ გაუჭირდება და პოლონეთისთვის ეს ფეხბურთელებიც სერიოზული თავსატეხი იქნება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი, პორტუგალიელი პედრო პროენსა იქნება. 43 წლის პროენსა 2003 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯია.
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი: შესნი, გლიკი, შუკალა, პიშჩეკი, ბოინიში, სობოტა, კრიჩოვიაკი, იოდლოვეცი, გროსიცკი, რიბუსი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
გერმანია: ნოიერი, რუდი, მუსტაფი, ჰუმელსი, ბოატენგი, კრამერი, კროოსი, გიოტცე, შურლე, დრაქსლერი, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
ირლანდია – გიბრალტარი
ადგილი: დუბლინი, “ავივა სთედიუმი”
დრო: 20:00
მსაჯი: ლ.ტრატუ
ამ მატჩის შედეგი ყველამ წინასწარ ვიცით, საკითხავი ისაა თუ რა ანგარიშით დაამარცხებს ირლანდია უსუსტეს მეტოქეს, რომელიც ძირითადად სამოყვარულო დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ირლანდიელთათვის აღნიშნული შეხვედრა კარგი ვარჯიში იქნება გერმანიასთან მატჩისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება.
ო’ნილის გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვს.
რა შეიძლება ითქვას ალან ბულას გუნდზე? გიბრალტარის დონე პოლონეთთან მატჩში კარგად გამოჩნდა და ალბათ მეტს ნაკლებად მოელოდა ვინმე. უეფას 53-ე წევრს არაფერი არ აქვს დასაკარგი და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ირლანდია: ფორდი, ოში, კლარკი, უილსონი, იარდი, ველანი, მეილერი, უოლტერსი, ქუინი, მაკგიდი, კინი.
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი
გიბრალტარი: ჯ.პერესი, ვისმენი, ჯ.ჩიპოლინა, რ.კასციარო, რ.ჩიპოლინა, ლ.კასციარო, ბადო, უოლკერი, ბ.პერესი, გოსლინგი, კ.კასციარო.
მწვრთნელი: ალან ბულა
F ჯგუფი
რუმინეთი – უნგრეთი
ადგილი: ბუქარესტი, “სტადიონ ნაციონალა”
დრო: 20:00
მსაჯი: ვ.კოლუმი
ფინეთი – საბერძნეთი
ადგილი: ჰელსინკი, “ჰელსინკ ოლიმპიაშტადიონი”
დრო: 22:45
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ჩრდილოეთ ირლანდია – ფარერები
ადგილი: ბელფასტი, “ვინდსორ პარკი”
დრო: 22:45
მსაჯი: ა.იეფეტი
I ჯგუფი
სომხეთი – სერბეთი
ადგილი: ერევანი, “ვაზგენ სარქისიანი”
დრო: 20:00
მსაჯი: ტ.ჰაგენი
ალბანეთი – დანია
ადგილი: ელბასანი, “შტადიონ რუჟდი ბიზჰუტა”
დრო: 22:45
მსაჯი: ვიქტორ კაშაი