საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისრაელის 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და 3:2 დამარცხდა.
ვასილ მაისურაძის გუნდი, მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა საბა სამუშაიამ და ლუკა ფრიდონიშვილმა, ერთწუთიან ინტერვალში, მე-80 და 81-ე წუთებზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში სტუმართა 9-იანმა, ომერ დაჰანიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა - 2:3.
ისრაელის წინააღმდეგ შემდეგ მატჩს, ჩვენი ასაკობრივი, იგივე მოედანზე, 28 თებერვალს გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
ჩვენი ასაკობრივი ელიტ რაუნდში - შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.
U19 | შემადგენლობამეკარეები: რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (კოლხეთი 1913).
ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).
20 მარტი | ჩეხეთი V საქართველო
23 მარტი | შოტლანდია V საქართველო
26 მარტი | იტალია V საქართველო
NAKREBI.GE