ფეხბურთი

23:52 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე აზერბაიჯანული კლუბის მწვრთნელად დანიშნეს

კახა ცხადაძე „გაბალას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც აზერბაიჯანული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ცხადაძესთან ერთად „გაბალაში“ გიორგი ჩიხრაძეც იმუშავებს და მან ელმარ ბახშიევი შეცვალა, რომელიც კონკურენტ „კაპაზთან“ მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.

კახა ცხადაძე აზერბაიჯანში ბაქოს „სტანდარდის“ და ბაქოს „ინტერის“ მწვრთნელი იყო, რომელსაც ერთხელ ჩემპიონობაც მოაპოვებინა. გარდა ამისა, 55 წლის ქართველ სპეციალისტს თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონში“, საქართველოს ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებებში, „კაირატსა“ და „ორდაბასიში“ აქვს ნამუშევარი.

ცხადაძემ მწვრთნელის რანგში ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონატი, საქართველოს და ყაზახეთის სუპერთასები. „გაბალა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

0.11476