ფეხბურთი

20:59 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ეს თამაში დიდი განგაშის ზარია"

სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუზავდა - 1:1. ხვიჩა კვარაცხელიამ 73 წუთი გაატარა მოედანზე, მაგრამ არცთუ ისე იდეალურად ითამაშა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

Tuttomercatoweb 5 ქულა: „ორმაგი მეურვეობა, ხშირად სამმაგი და ნანდესიც ყოველთვის მასთან ახლოს იყო. ძალიან რთული თამაში, რომელშიც ნამდვილად არასდროს ჩანდა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ“.

Calciomercato 5.5 ქულა: „ის ძალიან ცოტას აკეთებს. მისნაირი ფეხბურთელისგან ველოდებით ისეთ თამაშს, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს. შესაძლოა, ცოტა კარიდან შორს თამაში უწევდა. ზედიზედ მეორედ შეცვალეს“.

Tuttonapoli 5.5 ქულა: „მცირე სივრცე, რამდენიმე გამონათება ჩაწოდებებით, როგორც ოსიმენის მომენტში მეორე ტაიმის დასაწყისში. მისგან რაღაც მეტის მოლოდინია. კალცონამ ისევ შეცვალა“.

Calcionapoli1926 5 ქულა: „ჩვეულებრივთან შედარებით ცოტა თამაშგარე იყო. ეს თამაში დიდი განგაშის ზარია“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.

„ნაპოლის“ გასვლაზე 3 თვეა თამაში არ მოუგია, მას მერე, რაც 25 ნოემბერს „ატალანტა“ დაამარცხა. მას მერე 7 საგარეო მატჩში 2 ფრეს გამორჩა და 5-ჯერ წააგო. ამ შვიდ მატჩში კი, გოლი მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ელოდება.

0.120084