ფეხბურთი

16:18 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის თანაგუნდელმა მძიმე ტრავმა მიიღო და კომაშია

„ბორდოს“ თავდამსხმელი ალბერტ ელისი „გენგამთან“ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო კომაშია.

ჰონდურასელი ფეხბურთელი თამაშის მე-10 წუთზე ბურთზე თავით თამაშს აპირებდა, მაგრამ მეტოქე შეეჯახა და გონება დაკარგა. სამედიცინო დახმარება მას მოედანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში უტარდებოდა, შემდეგ კი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფრანგული მედიის ცნობით, ჯერჯერობით კომაშია.

ელისი „ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელია. ჟირონდელებმა „გენგამი“ 1:0 დაამარცხეს. შედეგიანი მოქმედება ქართველ შემტევს არ ჰქონია, მაგრამ შეხვედრის ერთადერთ გოლში მაინც დიდი წვლილი შეიტანა.

0.121578