კალათბურთი

14:08 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 8 წუთი "დეტროიტთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „დეტროიტ პისტონსი“ დაძაბულ ბრძოლაში, 112:109 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა მიეცა გოგა ბითაძეს, რომელმაც პარკეტზე 8 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 25 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.

0.117256