ფეხბურთი

0:39 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში უკმაყოფილო არიან ნეიმარის მიერ მსჯავრდებული დანი ალვეშისთვის ფულის გადაცემის გამო

ბრაზილიის მუშათა პარტიის ხელმძღვანელმა, გლასი ჰოფმანმა „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელ ნეიმარს უსაყვედურა ყოფილი ბრაზილიელი თანაგუნდელის, დანი ალვეშის ფულით დახმარების გამო.

„მოძალადე დანი ალვეშის სასჯელი სამაგალითოა. ეს აჩვენებს, რომ საზოგადოება აღარ მოითმენს სექსისტურ და ქალთმოძულე ქცევას. აბსურდი იყო ის, რომ მან ნეიმარისგან ფული ისესხა, კომპენსაცია გადაიხადა და სასჯელი შეიმსუბუქა“, - ციტირებს ჰოფმანის სიტყვებს 20minutos.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ოჯახი დაეხმარა ალვეშს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის ნაწილის გადახდაში, რაც ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას მოხმარდება და ადვოკატსაც დაუქირავებს მოძალადეს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინათ ალვეშს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. იანვარში ბრაზილიელს ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში 23 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალი წაუყენეს. 20 იანვარს ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. მოგვიანებით ალვეშს რამდენჯერმე უარი უთხრეს გირაოს გადახდაზე.

0.125643