ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ინგლისელი შემტევი, ჰარი კეინი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა.
შეხვედრას ინგლისის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტიც ესწრებოდა.
მიუხენურმა კლუბმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 53 ქულა მოაგროვა და 8 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ლევერკუზენს.“
ეს „ბაიერნის“ მე-1000 საშინაო მატჩი გახლდათ ბუნდესლიგაში.
ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 24 თებერვალი: გლადბახი - ბოხუმი 5:2, ვერდერი - დარმშტადტი 1:1, უნიონ ბერლინი - ჰაიდენჰაიმი 2:2, შტუტგარტი - კიოლნი 1:1, ბაიერნი - ლაიპციგი 2:1